სესხების განულებასთან დაკაშირებული ვებგვერდი 18:00 საათიდან ამოქმედდება - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 14:27 | 10.12.2018
ნანახია: 953

სესხების განულებასთან დაკაშირებული ინიციატივის ფარგლებში სპეციალური ვებგვერდი დღეს 18:00 საათიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა.

„დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოაქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, რომ დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ რამდნიმე მსხვილ ორგანიზაციაზე, კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის“, "თიბისისა" და„ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე