დაბა ჩაქვში ყოფილი N4-ე ჩაის ფაბრიკის ტერიტორიის საწყისი ღირებულება 0,3 მლნ დოლარია

საქართველო, თბილისი - 17:18 | 09.12.2015
ნანახია: 1491

აჭარის მთავრობა დაბა ჩაქვში ყოფილ N4-ე ჩაის ფაბრიკის შენობას ყიდის. როგორც eAuction-ზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, პირობებიან აუქციონზე ქობულეთში, დაბა ჩაქვში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 203 კვ.მ შენობა-ნაგებობის და მასზე მიმაგრებული 27 326 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საყწისი ღირებულება 300 ათასი დოლარია, ხოლო თავად აუქციონი კი 24 დეკემბრისთვისაა ჩანიშნული.

საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ობიექტის ახალი მფლობელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონებიდან, არანაკლებ 5 000 კვ.მ ფართობზე ავტოსადგომი მოაწყოს. ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში 0,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე