იუსტიციის სახლთან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

საქართველო, თბილისი - 11:15 | 10.12.2018
ნანახია: 686

„ქართული მარში“  სხვა პარტიის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად იუსტიციის სახლთან აქცია-პიკეტს აწყობს. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდა. აქციის მონაწილეები იუსტიიციის სახლში შესვლას ცდილობენ, თუმცა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კარი ჩაკეტეს.  აქციის მონაწილეების ინფორმაციით, იუსტიციის სახლმა დამატებითი შესასვლელიდან დაიწყო მოქალაქეების მიღება.

„ასეთი დონის გადაწყვეტილებები, რომელლიც ეხება ხალხს, უნდა წდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ რეფერენდუმით“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა ადა მარშანიამ , რომელიც საპროტექსტო აქციაზე იმყოფება.

საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებული  მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება საბერძნეთის მოქალაქეების საჩივრის საფუძველზე მიიღეს, რომლებიც მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში ვერ ირეგისტრირებდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს 7 დეკემბრის გადაწყვეტილებას ვადა 16 დეკემბრამდე აქვს.

ახალი კონსტიტუცია ძალაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შედის. ახალი კონსტიტუცია მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე ახალ შეზღუდვებს აწესებს. სასოფლო-სამეურნეო მიწების გახსვისებაზე ბოლო მორატორიუმი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 16 ივნისს მიიღო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე