10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 10.12.2018
ნანახია: 839

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.

1948 წელს მიღებული დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს.

მსოფლიო ისტორიაში დეკლარაციით პირველად განისაზღვრა ადამიანის ძირითადი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაცია სარეკომენდაციო ხასიათისაა, იგი საფუძვლად დაედო ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 60-მდე დოკუმენტის შემუშავებას, რომელიც ერთობლიობაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს ქმნიან.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე