სოფელ გეზათში დაჭრილ პოლიციელს ქირურუგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია

საქართველო, თბილისი - 09:57 | 10.12.2018
ნანახია: 682

სოფელ გეზათში დაჭრილ პოლიციელს ქირურუგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცველს ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.

პოლიციელი აბაშის რაიონის სოფელ გეზათში, პატრულირების დროს ნასვამ მდგომაროებაში მყოფმა პირმა ცივი იარაღი დაჭრა. საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაცია.

მასთან ერთად მსუბუქად დაიჭრა კრიმინალური პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი.

„აღნიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა, რომელიც შემავალი იყო გულმკერდისა და მუცლის ღრუში დიაფრაგმისა და მუცლის ღრუს დაზიანებით ტრავმულ -ჰემორაგიული შოკით. ჩატარდა შესაბამისი ქირურგიული ოპერაცია. მისი მდგომარეობა შეესაბამება გატანილი ოპერაციის სიმძიმეს. მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამეციდინო დეირაქტორმა, დავით ჯანაშიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე