ღამის კლუბში ნარკოტიკების მიღების შედეგად 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 09:51 | 10.12.2018
ნანახია: 873

ერთ-ერთ ღამის კლუბში 19 წლის დიმა გორგიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური ვერსია ამ დრომდე უცნობია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, ის ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად გარდაიცვალა. ინტოქსიკაცია მიიღო კიდევ ორმა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდის გარდაცვალებას ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზებს, საგამოძიებო უწყების ცნობით, დეტალები ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

 



 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე