ჯონ ლენონის მკვლელობიდან 38 წელი გავიდა

საქართველო, თბილისი - 09:22 | 08.12.2018
ნანახია: 1117

დღეს, 8 დეკემბერს, ლეგენდარული ჯონ ლენონის მკვლელობიდან 38 წელი გავიდა. ლენონი 1980 წლის 8 დეკემბერს ნიუ-იორკში, სასტუმრო "დაკოტას" კართან, მარკ დევიდ ჩაპმანმა მოკლა.

ჯონ უინსტონ ონო ლენონი 1940 წელს ლივერპულში დაიბადა. საშუალო შეძლების ოჯახის მამა, ფრედ ლენონი, მეორე მსოფლიო ომის დამსახურებული ვეტერანი იყო. 17 წლის ჯონმა სკოლის დამთავრებისთანავე ჩამოაყალიბა ჯგუფი და მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა. პირველი ცოლი, სინტია, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ შეირთო. მისგან ვაჟი, ჯულიანი შეეძინა. მეორე ცოლი, ავანგარდი მხატვარი იოკო ონო კი 1966 წელს გაიცნო. მას შემდეგ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ონო-ლენონის სიყვარულის ისტორიის შესახებ. წყვილს შვილი, შონი შეეძინა.

ჯონ ლენონმა შტატებში მხარი დაუჭირა მარიხუანას და სხვა სახის ნარკოტიკების ლეგალიზაციას. მოგვიანებით ისიც კი აღიარა, რომ ხშირად იყენებდა მარიხუანას და სხვა ტიპის ნარკოტიკებს. ლენონი, მუსიკის გარდა, სერიოზულად იყო გატაცებული პოლიტიკითა და მედიტაციით.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე