ორთაჭალაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა

საქართველო, თბილისი - 16:13 | 07.12.2018
ნანახია: 700

ავტოსაგზაო, ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანას მოტოციკლი დაეჯახა.

​მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე