ევროსაბჭოს კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს გამოიძიოს მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდი - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 15:20 | 07.12.2018
ნანახია: 2018

ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე განმარტება ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა გააკეთა.

„როდესაც მოხდა მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან, მასზე იძულება ამ პერიოდში არსებობდა სხვა სისხლის სამართლის საქმეები , მერაბიშვილს გახსოვთ და ვეუბნებოდით ამას საზოგადოებამ, მოსთხოვეს, რომ უნდა მიეცა წარმოუდგენელი ჩვენება, რომელიც ბუნებაში არ არსებობდა, სააკაშვილზე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე  და ზურაბ ჟვანიას საქმეზე და თუ ამას არ გააკეთებდა მოუწევდა ძალიან დიდ ხანს ციხეში ყოფნა. ზუსტად ამ ნაწილთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დასვა კითხვები, რომ დაადგინოს, იყო თუ არა კავშირი მის გაყვანა-ზეწოლასა და  მის მიმართ არსებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებს შორის.

პარალელურად, მოუწოდა ხელისუფლებას რომ მოახდინოს გამოძიება, დააიდენტიფიციროს ყველა ის პირი,  ვინც მონაწილეობდა მერაბიშვილის გაყვანის ღონისძიებაში, მასზე ზეწოლის განხორციელებაზე და მოახდინოს მათი პასუხისგებაში მიცემა. ამ ყველაფრისთვის მინისტრმა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას განუსაზღვრა მაქსიმუმ ექვსი თვე“-ამბობს გიორგი ჩივიაშვილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე