აჭარა საკუთარი საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციას ვროცლავში დაგეგმილ ბიზნესფორუმზე მოახდენს

საქართველო, თბილისი - 15:38 | 09.12.2015
ნანახია: 1575

აჭარა საკუთარი საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციას ვროცლავში დაგეგმილ ბიზნესფორუმზე მოახდენს. ბიზნესფორუმის ჩატარების იდეა აჭარის მთავრობას ეკუთვნის, რომელიც პოლონეთში 2016 წლის ბოლომდე შედგება.

აღსანიშნავია, რომ აჭარაში სილეზიის სავოევოდოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დღეს სასტუმრო „ჰილტონში“ ორმხრივი შეხვედრები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც აჭარის რეგიონისა და

სილეზიის სავოევოდოს წარმომადგენლებმა ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციები გამართეს.

პოლონელი სტუმრები გაეცნენ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტისა და იუსტიციის სახლის მუშაობას, დაათვალიერეს გონიოს ციხე და ბათუმის ღირსშესანისნაობები. ქვემო სილეზიის სავოევოდოს ოფიციალური დელეგაცია აჭარაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

პოლონეთის მხარემ აჭარის მთავრობას ევროკავშირის პროექტებისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის მართვის გამოცდილება გაუზიარა. საქმიანი შეხვედრები გაიმართა ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან, ტურიზმის დეპარტამენტისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან.

პოლონელი სტუმრები აჭარიდან ხვალ გაემგზავრებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე