ოკუპირებულ აფხაზეთში სირიიდან 800 რეპატრიანტი ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 11:32 | 07.12.2018
ნანახია: 1566

ოკუპირებულ აფხაზეთში 800 სირიელი რეპატრიანტი ჩავიდა. ამის შესახებ რუსულ მედიას ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ჰაჯიმბამ განუცხადა.

მისი თქმით, მანამდე ჩასული სირიელი რეპატრიანტები სხვადასხვა სფეროში უკვე დასაქმდნენ, ზოგიერთი მათგანი კი სწავლობს კიდეც. საოკუპაციო რეჟიმი მათ ადაპტაციაში ეხმარება.  

სირიის პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ხელი მოაწერა ე.წ. თანამშრომლობისა და მეგობრობის შეთანხმებას.

სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე