15 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა

საქართველო, თბილისი - 16:54 | 06.12.2018
ნანახია: 782

ათენის ცენტრში 15 წლის მოზარდის მკვლელობის ათი წლისთავთან დაკავშირებით ახალგაზრდების მსვლელობის დროს აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ქვები ესროლეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მანამდე კი მომიტინგეებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს.

გავრცელებული ცნობით, პოლიციამ უწესრიგობების რამდენიმე მონაწილე დააკავა.

მსვლელობის მონაწილეები ათენის უნივერსიტეტიდან პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.

ქალაქის ცენტრში 5 ათასზე მეტი პოლიციელია მობილიზებული.

საღამოს ექსარჰიას რაიონში, მოზარდის მკვლელობის ადგილზე მრავალათასიანი მიტინგი იგეგმება. აქციები გაიმართება სხვა ქალაქებშიც.

15 წლის ალექსის გრიგოროპულოსი 2008 წლის 6 დეკემბერს ახლგაზრდებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად გაურკვეველ გარემოებაში მოკლეს.

მისმა გარდაცვალებამ, მთელს ქვეყანაში ორწლიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რასაც მოყვა მაღაზიებისა და სხვა დაწესებულებების დარბევა. ათენში ასობით მაღაზია დაარბიეს. პოლიციელს, რომელმაც მოზარდს ესროლა, 2010 წელს უვადო პატიმრობა მიესაჯა, მის კოლეგას კი ათი წლით თავისუფების აღკვეთა მიუსაჯეს, თუცა ერთი წლის შემდეგ ციხიდან გათავისუფლდა. საბერძენთში, მოზარდის მკვლელობის დღეს, ყოველ წელს აქციები იმართება, რომელიც არეულობებით სრულდება.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე