ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს

საქართველო, თბილისი - 16:18 | 06.12.2018
ნანახია: 798

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი ცხედარი ვერის სასაფლაოს ეკლესიიდან გამოასვენეს, სადაც დილიდან უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

ნიკა რურუას საფლავთან ლაშა ბუღაძემ, კოტე ყუბანეიშვილმა და გიგი უგულავამ გამოსამშვიდობებელი სიტყვები წარმოთქვეს. ნიკა რურუას მეგობრები, თანამებრძოლები, პოლიტიკოსები, სასულიერო პირები ოჯახისთვის მწუხარების გამოსახატად იმყოფებოდნენ.

ნიკა რურუა სავარაუდოდ გულის შეტევით 4 დეკემბერს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის იყო პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, კულტურის ყოფილი მინისტრი და ოპოზიციური გაერთიანების აქტიური წევრი.

ნიკა რურუა 50 წლის იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე