იშვიათი ცისფერი ბრილიანტი Christie's-ის აუქციონზე 18,3 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:31 | 06.12.2018
ნანახია: 2939

იშვიათი ცისფერი ბრილიანტი ნიუ იორკში Christie's-ის აუქციონზე 18,3 მლნ დოლარად გაიყიდა. ძვირფასი ქვა 8,08 კარატს იწონიდა.

აუქციონის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ იშვიათი ბრილიანტი, რომელიც იტალიური კომპანია Bulgari-ის იუველირების მიერ დამზადებულ ბეჭედშია ჩასმული, ბუნების საოცრებაა და შეიძლება ერთ-ერთ საუკეთესო ცისფერ ბრილიანტად ჩაითვალოს, რომელიც ოდესმე ბაზარზე გამოჩენილა.

ლოტის საწყისი ფასი 13-18 მლნ დოლარს შეადგენდა.

აუქციონზე, ფასის მიხედვით, მეორე ლოტი გახდა  ვარდისფერი ოქროსა და პლატინის ყელსაბამი, რომელსაც იშვიათი, 15,56-კარატიანი ვარდსფერი ბრილიანტის თვალი ამშვენებდა. ძვირფასეულობა 9,5 მლნ დოლარად გაიყიდა.

აუქციონის შემოსავალმა სულ 69 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე