მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული - ნათია მეზვრიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:38 | 06.12.2018
ნანახია: 882

მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძის დაკავებასთან დაკავშრებით განაცხადა.

მისი განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს, მინდია გოგოჭური კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული, რომელიც იმავე ბინაში იმყოფებოდა.

„ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ამოღებულია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღები, რომელიც პირებმა საცხოვრებელი ბინიდან გადმოყარეს. დანიშნულია ექსპერტიზა და ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, ორი პირი, მათ შორის მინდია გოგოჭური სამართალდამცველებმა გვიან ღამით თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე