„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 14:37 | 09.12.2015
ნანახია: 1691

10 დეკემბერს, 17:00 საათზე, „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“,(რომელიც სარაჯიშვილის მეტროსთან, შატილის ქუჩაზე მდებარეობს) 19 წლის ლუკა დავიანტის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ლუკას თავის ტვინის სიმსივნე აქვს და მისთვის უცხოეთში მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თსუ-ს „ჟურნალისტიკის“ ფაკულტეტის სტუდენტის დასახმარებლად დაგეგმილ კონცერტში ჯგუფები და სოლო მომღერლები -„LOUDspeakers  და „პულსი“, „თეატრალური კვარტეტი“, თიკა ჯამბურია, პროექტების „ჯეოსტარი“, „ვოისი“ და “ X factor“-ის კონკურსანტები და გამარჯვებულები ოთო ნემსაძე, თორნიკე აბრამიშვილი, მარიტა როხვაძე, მარიამ ხუცურაული, მარიამ ჯანჯღავა და სხვა ცნობილი სახეები მონაწილეობენ. ლუკა დავიანტის სახელზე ლიბერთი ბანკში გახსნილი ანგარიშია: GE74LB0711119238796000 (მიმღები: ტაისა). ასევე შეგიძლიათ დარეკოთ ნებისმიერი ქსელიდან: 0901700388; ზარის ღირებულება 1 ლარი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე