სამართალდამცველების მიერ დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი პრეზიდენტის სიძეა

საქართველო, თბილისი - 10:02 | 06.12.2018
ნანახია: 824

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სპეცოპერაციის დროს, დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძეა.

შსს-ის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მ.გ. და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვია გაუმტარი ჟილეტი ამოიღეს.

ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე