უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 10:00 | 06.12.2018
ნანახია: 954

კიევში ე.წ. კანონიერი ქურდი ნუკრი დოჩია, იგივე "გალსკი" დააკავეს. უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ნუკრი დოჩია ქვეყნიდან 3 წლის წინ გააძევეს და მას 2019 წლამდე უკრაინაში შესვლა ეკრძალებოდა. მათივე ინფორმაციით, 31 წლის ნუკრი დოჩიამ, უკანონოდ, საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდით ავლით შეძლო საზღვრის გადაკვეთა და ქვეყანაში შესვლა.

უკრაინის პოლიცია იტყობინება, რომ ნუკრი დოჩია გეგმავდა საბითუმო ბაზრებისა და ბინების ორგანიზებული ქურდების კურატორი გამხდარიყო.

ნუკრი დოჩიას წინააღმდეგ როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა რომ უკრაინაში 100-მდე ე.წ. კანონიერი ქურდი იმყოფება.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე