ელისაბედ მეორე მეგან მარკლისა და ქეით მიდლტონის კონფლიქტურ ურთიერთობაში ჩაერია

საქართველო, თბილისი - 17:15 | 05.12.2018
ნანახია: 1817

ბრიტანეთის სამეფო ოჯახში კონფლიქტური გარემოა. დასავლური მედიის ცნობით, სამეფო ოჯახი წარუმატებლად ცდილობს პრინცების უილიამისა და ჰარის ცოლების შერიგებას, რომლებიც გავრცელებული ხმების მიხედვით, ერთმანეთს ვერ იტანენ და ძმების წაჩხუბებაც კი მოახერხეს.

ცნობილია, რომ პრინც უილიამის მეუღლე ყოველთვის სამეფო ტარდიციების მომხრეა, მეგანი კი ცვლილებებს აღმერთებს. ექსპერტების თქმით, ჯერჯერობით რთულია იმის მტკიცება, რომ ისინი ერთმანეთისთვის დაუძინებელი მტრები არიან, რადგან საზოგადოებას თავს ისე აჩვენებენ, რომ ერთმანეთთან ძლიერი მეგობრობა აკავშირებთ და არა ცივი, ფორმალური ურთიერთობა.

მეგანსა და ქეითს შორის არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობაში ჩაერია დედოფალი ელისაბედი და  მიზნად მათი შერიგება დაისახა. ამისთვის კი შობის ერთად აღნიშვნის იდეა გაუჩნდა.

მანამდე ცნობილი იყო, რომ უილიამი და ჰარი შობას თავიანთ ოჯახებთან ერთად ცალ-ცაკლე შეხვდებოდნენ, მაგრამ დედოფალ ელისაბედ მეორის გადაწყვეტილებით, მთელი ოჯახი შობას ნორფოლკში მრავალწლიანი ოჯახური ტრადიციების დაცვით აღნიშნავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე