თურქეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:54 | 05.12.2018
ნანახია: 790

თურქეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეზე ძებნაა გამოცხადებული.

მათივე ცნობით, საქართველოს ოთხი მოქალაქისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება სტამბოლში მოქმედებდა.

როგორც ირკვევა, 16 ნოემბერს დაჯგუფების წევრებმა სტამბოლში ბიზნესმენი გაძარცვეს. თავდამსხმელებმა რკინის საბურღით ბიზნესმენი დაჭრეს და 111 000 თურქული ლირა წაიღეს.

მედიის ცნობით, მეორე თავდასხმა სულთანღაზის რაიონში, იუველირზე განახორციელეს. მომხდარს სამართალდამცველი შეესწრო და ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც დაჯგუფების წევრებმა მიმალვა სცადეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე