ვიდრე დასავლეთის ქვეყნები აკეთებენ განცხადებებს, პუტინი მოქმედებს - პოროშენკო

საქართველო, თბილისი - 11:34 | 05.12.2018
ნანახია: 784

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის ფონზე დასავლეთის ქვეყნებიდან მოქმედებებს ელოდება და არა განცხადებებს.

 „აშშ-ის, დიდი შვიდეულული,ს ევროკავშირისა და სხვა მოკავშირეების განცხადებები ერთმნიშვნელოვნად ძლიერი მხარდაჭერაა უკრაინის მიმართ. მაგრამ ამ სიტუაციაში, ვფიქრობ, რომ ვიდრე დასავლეთის ქვეყნები აკეთებენ ძლიერ გაცხადებებს, პუტინი მოქმედებს. ამ ვითარებაში ჩვენ უნდა გვქონდეს კარგი კოორდინაცია, რათა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა პორშენკომ Bloomberg-თან ინტერვიუში.

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ მოქმედება არ ნიშნავს ომს და განაცხადა, რომ აუცილებელია შავ და აზოვის ზღვებში ნატოს ძალების გაზრდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე