პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 33 პროცენტით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 13:48 | 09.12.2015
ნანახია: 1446

 „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის III კვარტალში 489 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 33 პროცენტით ნაკლებია, ხოლო მიმდინარე წლის II კვარტალის წინასწარ მონაცემებს 38 პროცენტით აღემატება.

2015 წლის სამი კვარტალის განმავლობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 1019 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით 17 პროცენტით ნაკლებია.

წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის III კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 650 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ასევე, 2015 წლის III კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას გვიჩვენებს სექტორული დიაგრამა #2, რომლის მიხედვით პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 35 პროცენტით, მეორეზე - ნიდერლანდები 11 პროცენტით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 9 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წლის III კვარტალში 72 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 218 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 73 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობა 63 მლნ. აშშ დოლარით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე