აშშ-ში თვითმფრინავი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა თერაპიის ცენტრის შენობას დაეჯახა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:05 | 04.12.2018
ნანახია: 779

აშშ-ში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა თერაპიის ცენტრის შენობას დაეჯახა და აფეთქდა. ამ ფაქტის ამსხაველი ვიდეო YouTube-ზე გამოქვეყნდა.

ავიაკატასტროფა ქალაქ ფორტ-ლოდერდეილში მოხდა.

მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ. თერაპიის ცენტრში მყოფმა ადამიანებმა კი შენობის დატოვება მოასწრეს.

დაწყებულია გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე