ბათუმში ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა

საქართველო, თბილისი - 14:39 | 04.12.2018
ნანახია: 716

ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოტოციკლი ბორდიურს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ის სწრაფად მოძრაობდა.

დაშავებულია ახლგაზრდა მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახურის ბრიგადები იმყოფებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე