გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა

საქართველო, თბილისი - 13:33 | 04.12.2018
ნანახია: 687

გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, გაშლილია კარვები. სამძებრო სამუშაოების არეალი შემცირდა. 

კრიმინალისტები იმ  ადგილებს თხრიან, სადაც სავარაუდოდ 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარია დაკრძალული.

გადაწყვეტილება ძალოვანებმა იაგო ნებიერიძის ახალი ჩვენების საფუძველზე მიიღეს.

„უკვე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ი. ნ.-მ ბავშვის სხეულის სავარაუდო ადგილსამყოფელი მიუთითა. პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო მითითებული ტერიტორიის შემოწმება. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკისა და ექსპერტების დახმარებით, ადგილზე უკვე ჩატარდა გეოსკანირება, რომელმაც პოლიციას დამატებითი ინფორმაცია მისცა ნიადაგზე სხვადასხვა დროს განხორციელებული ზემოქმედების შესახებ. დადგენილია რამდენიმე სავარაუდო ლოკაცია, სადაც ამჟამად მიწის გათხრის სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადეს უწყებაში.

იაგო ნებიერიძე გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე