დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ეწვია

საქართველო, თბილისი - 13:34 | 09.12.2015
ნანახია: 1486

9 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში და ხელს მოაწერს მემორანდუმს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების შესახებ.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები ჩინეთის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აბრეშუმის გზის ფონდში. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვედრებს გამართავს ჩინეთის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე