პალერმოში „კოზა ნოსტრას“ ბოსი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:55 | 04.12.2018
ნანახია: 610

სიცილიის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად „კოზა ნოსტრას“ 46 წევრი დააკავა. მათ შორის განგსტერული სინდიკატის სავარაუდო მეთაური სეტიმინო მინეოც არის. ამის შესახებ პალერმოს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები იუწყებიან.

გამოძიების თანახმად, სწორედ ამ 80 წლის „იუველირმა“ 2017 წელს მაფიის მეთაურის ტოტო რიინის ციხეში გარდაცვალების შედმეგ „კოზა ნოსტრას“ სხვა ბოსებისგან პალერმოში ლეგენდარული დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან მეთაურის უფლებამოსილება მიიღო.

ყველა დაკვებულს ბრალი მაფიოზურ საქმიანობაში, გამოძალვაში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასა და სხვა მძიმე დანაშაულებებში წაუყენეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე