საპატრიარქოს დაფინანსება 2019 წელსაც 25 მლნ ლარს შეადგენს

საქართველო, თბილისი - 12:05 | 04.12.2018
ნანახია: 966

2019 წლის ბიუჯეტის პროქტის მიხედვით საქართველოს საპატრიარქოს უცვლელი რჩება და 25 მლნ ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტის სახით ბიუჯეტიდან გამოიყოფა 14 მლნ 738 ათასი ლარი.

ბიუჯეტით ასევე განსაზღვრულია სხვადასხვა დაწესებულებების დაფინანსება:

  • ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი;
  • ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქ. ნინოწმინდის წმიდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი;
  • ა(ა)იპ – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრი;
  • საქართველოს საპატრიარქოს ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე;
  • ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი;
  • წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრი;
  • საქართველოს საპატრიარქოს ა(ა)იპ – ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტი;
  • საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია;
  • ა(ა)იპ – ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრი.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე