სოფელ ქვემო ბოდბეში სუპერმარკეტი გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 11:58 | 04.12.2018
ნანახია: 705

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში გვიან ღამით სუპერმარკეტი გაქურდეს. 

მაღაზიის მეპატრონემ მომხდარი დილით ნახა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა.

ჯერჯერობით უცნობია, რა არის წაღებული მარკეტიდან.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე