ბოლო 12 დღის განმავლობაში 150-ზე მეტი ქალი გააუპატიურეს სამხრეთ სუდანში

საქართველო, თბილისი - 11:42 | 04.12.2018
ნანახია: 632

გაეროს მონაცემებით, ბოლო 12 დღის განმავლობაში სამხრეთ სუდანში 150-ზე მეტი ქალი გააუპატიურეს. ამის შესახებ სააგენტო France-Presse იუწყება. ზალადობის მსხვერპლთა შორის უამრავი არასრულწლოვანია.

უფლებადამცველებმა ძალადობის აქტი დაგმეს და სამხრეთ სუდანის ხელისუფლებას მოუწოდეს დანაშაულის აღსაკვეთად ყველა აუცილებელ ზომას მიმართოს.

სამხრეთ სუდანში ცოტა ხნის წინ დასრულდა მრავალწლიანი სამოქალაქო კონფლიქტი ქვეყნის მთავრობასა და ოპოზიციას შორის. შეათანხმების გაფორმების მიუხედავად, ქვეყანაში ძალადობის დონე კვლავ მაღალია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე