რუსეთი ტოტალურ იზოლაციაში იმყოფება - პეტრო პოროშენკო

საქართველო, თბილისი - 11:19 | 04.12.2018
ნანახია: 774

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ რუსეთი ტოტალურ იზოლაციაში იმყოფება და ამ საქმეში კიევს აქტიური როლი აქვს.

„რუსეთი დღეს ტოტალურ იზოლაციაში იმყოფება. ეს ჩვენი საერთო საერთაშორისო კოორდინაციის შედეგია. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენს ქვეყანას ჩვენ თვითონ დავიცავთ“, - განაცხადა პოროშენკომ უკრაინული ტელეკომპანია ICTV-ის ეთერში.

მისი თქმით, უკრაინა მსოფლიოში აქტიური მოთამაშეა და საიმედო მოკავშირეები ჰყავს. „ჩვენი საერთაშორისო პოზიციის წარმატება ნათელია. დღეს კოორდინაცია აბსოლუტურად ელვისებურად ხორციელდება. უკრაინა აქტიურად მონაწილეობს ყველა საერთაშორისო ფორუმში, ჩვენ კი ვაყალიბებთ უკრინის მხარდაჭერის ძლიერ საერთაშორისო  კოალიციას“, - განაცხადა პოროშენკომ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე