ისრაელმა ლიბანის საზღვართან ოპერაცია „ჩრდილოეთის ფარი“დაიწყო

საქართველო, თბილისი - 11:11 | 04.12.2018
ნანახია: 569

ისრაელმა ოპერაცია „ჩრდილოეთის ფარი“ დაიწყო. მისი მიზანია ლიბანური მოძრაობა „ჰეზბოლას“ მიერ გაყვანილი ტრანსასაზღვრო გვირაბების აღმოჩენა და განადგურება. გვირაბები „ჰეზბოლამ“ ისრაელის ტერიტორიაზე მებრძოლების გადაყვანისთვის ააშენა.

„ჩრდილოეთის ფარი“ ღამით დაიწყო. ის ისრაელის ტერიტორიაზე, ქვეყნის ჩრდილოეთით ჩატარდება და გოლანის სიმაღლეებსაც მოიცავს.

ისრაელის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ რამდენიმე ასეთი მიწისქვეშა გასასვლელი არსებობს.

 „ჩვენთვის ცნობილია მთელი რიგი გვირაბების შესახებ. ჯერჯერობით მათ რაოდენობას არ დავაკონკრეტებ“, - განაცხადა მან.

გავრცელებული ცნობით, გვირაბები ექსპლუტაციაში ჯერ არ შესულა და ისრაელისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს.



 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე