თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მირზა სუბელიანის საქმის განხილვა გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 10:18 | 04.12.2018
ნანახია: 657

წინა სხდომა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. შესაბამისი წერილი სხდომაზე მოსამართლემ წაიკითხა, სადაც სუბელიანი მოსამართლეს სთხოვდა, მისი დასწრების გარეშე სასამართლო სხდომა არ ჩაეტარებინათ. ასევე, წარმოდგენილი იყო სამედიცინო დასკვნაც.

მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ის თითქმის ხუთი თვეა, პატიმრობაშია.

საქმის განხილვის ფარგლებში, ერთის გარდა, ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნეს. მირზა სუბელიანმა სადავოდ ცნო მხოლოდ ქალაქის ყოფილი მთავარი პროკურორის, მიხეილ შაყულაშვილის ჩვენება. საქმის განხილვის ფარგლებში სავარაუდოდ მხოლოდ ამ მტკიცებულებას გამოიკვლევენ, რის შემდეგაც უკვე ცნობილი გახდება გადაწყვეტილება.

დღეს მხარეებმა შესავალი სიტყვა უნდა წარმოთქვან.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე