გორის პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ცხედარს ისევ ეძებენ

საქართველო, თბილისი - 17:04 | 03.12.2018
ნანახია: 705

გორის კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარს ისევ ეძებენ. გორის პარკში სამართალდამცველებმა ორი კარავი გაშალეს - ერთერთის ტერიტორიაზე მიწას თხრიან

შსს-ს ინფორმაციით, დამატებითი სამუშაოები 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იაგო ნებიერიძის ჩვენების საფუძველზე დაიწყეს.

"უკვე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც იაგო ნებიერიძემ მოზარდის სხეულის სავარაუდო ადგილსამყოფელი მიუთითა. პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო მითითებული ტერიტორიის შემოწმება.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკისა და ექსპერტების დახმარებით, ადგილზე უკვე ჩატარდა გეოსკანირება, რომელმაც პოლიციას დამატებითი ინფორმაცია მისცა ნიადაგზე სხვადასხვა დროს განხორციელებული ზემოქმედების შესახებ. დადგენილია რამდენიმე სავარაუდო ლოკაცია, სადაც ამჟამად მიწის გათხრის სამუშაოები მიმდინარეობს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

25 ოქტომბერს, გორში 9 წლის გოგონა, რომელსაც ოჯახი და პოლიცია ეძებდა, მოკლული იპოვეს. ის სახლიდან დღის პირველ ნახევარში გავიდადა მას შემდეგ მისი კვალი გაქრა. ბავშვის ცხედარს საღამოს მიაგნეს.  თვითმხილველების თქმით, ცხედარს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული და თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული.

ბრალდებული პოლიციამ იმავე ღამეს დააკავა. იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია. როგორც შემდეგ გაირკვა, ის 2004 წელს 11 წლის ბიჭის გაუჩინარებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალი ვერ დაუმტკიცდა და მხოლოდ თანხის გამოძალვისთვის მოიხადა სასჯელი. გარდა ამისა, ნებიერიძე ნასამრთლევია ყაჩაღობისთვისაც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე