ჩვენ დავიწყეთ ევროპული სტილის კამპანია, თუმცა ამის საპასუხოდ მივიღეთ აგრესია, სიძულვილი, დედის გინება ისმოდა „რუსთავი2“-ის ეთერში - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:40 | 03.12.2018
ნანახია: 684

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის პირადი ინიციატივის - ევროპული სტილის კამპანიის დაწყების პასუხი იყო აგრესია და სიძულვილი.

„ჩვენ არავის არ მოგვეწონა არჩევნები, როგორც ის წარიმართა, გამომდინარე იქიდან, რომ გაჯერებული იყო ეს არჩევნები სიძულვილით, აგრესიით. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ დავიწყეთ ევროპული სტილის კამპანია, ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პირადი ინიციატივა, თუმცა ამის საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ აგრესია, სიძულვილი, გინება. დედის გინება ისმოდა „რუსთავი2“-ის ეთერში, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში. ასეთ რეჟიმში წარმართული არჩევნები, ბუნებრივია, ხელს არ უწყობს საქართველოში პოლიტიკური კულტურის განვითარებას. თუმცა, ეს არის იმ ადამიანების არჩევანი, რომლებიც დღეს წარმოადგენენ „ნაც. მოძრაობას“, მათ შორის, „რუსთავი2“-ს. საუბარია სააკაშვილზე, გვარამიაზე, ვაშაძეზე და შკლიაროვზე. ეს არის მათი არჩევანი. ჩვენი არჩევანი არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარება“,- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე