ჯორჯ ბუშის დაკრძალვის გამო 5 დეკემბერს ამერიკაში გლოვის დღე გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 13:42 | 03.12.2018
ნანახია: 799

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 5 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს ამერიკის 41-ე პრეზიდენტს უფროს ჯორჯ ბუშს დაკრძალავენ.

5 დეკემბერს ვაჭრობას არ გამართავენ ნიუ იორკისა და  Nasdaq-ის საფონდო ბირჟები.

უფროსი ჯორჯ ბუში 94 წლის ასკში ჰიუსტონში 30 ნოემბერს გარდაიცვალა. სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში ის ხშირად ავადმყოფობდა.

ბუში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, შემდეგ დაკავებული იყო ნავთობის ბიზნესში. 1964 წელს პოლიტიკაში წავიდა და რესპუბლიკურ პარტიას შეუერთდა. 1988 წელს ის ამერიკის 41-ე პრეზიდენტად აირჩიეს. ბუში ამ პოსტს 1989-1993 წლებში იკავებდა.

ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ ბუშის პრეზიდენტობის ვადაში ბევრი მნიშვნელოვანი გეოპოლოტიკური მოვლენა მოხდა, მათ შორის საბჭოთა კავშირის დაშლა და ერაყის პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე