„ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლები საფრანგეთის მთავრობის გადადგომას მოითხოვენ

საქართველო, თბილისი - 13:21 | 03.12.2018
ნანახია: 669

მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლებმა საფრანგეთის მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. ისინი პრემიერ მინისტრად შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსის პიერ დე ვილიეს დანიშვნას მოითხოვენ.

 „მოვითხოვთ, ახლანდელი მთავრობის გადადგომას“, - განაცხადა „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენელმა ვოკლიუზის დეპარტამენტში კრისტოფ შალენსონმა რადიო Europe-1-თან ინტერვიუში.

„ყვითელი ჟილეტები“ უკვე რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ საწვავზე ფასების მატებას. თუმცა ზოგიერტძი ექსპერტის თქმით, საფრანგეთში მასშტაბური დემონსტარციები მთვარობის მუშაობით მოსახლეობის საერთო უკმაყოფილებას გამოხატავს.

საპროტესტო აქციებმა და უწესრიგობებმა ფაქტობრივად მთელი ქვეყანა მოიცვა. აქციებში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. ადგილი ჰქონდა პოლიციასთან შეტაკებებსაც.

უწესრიგობების ცენტრში მოექცა პარიზიც, სადაც დემონსტრანტებმა მსხვილი სავაჭრო ცენტრების ვიტრინები ჩაამტვრიეს და პოლიციას ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებ დაუშინეს.

აქციის მონაწილეები ტრიუმფალური თაღის სამუზეუმო ნაწილშიც შეიჭრნენ, სადაც ნაპოლეონის ქანდაკება დააზიანეს. მასობრივი პროტესტის ფონზე პარიზში დაიხურა მთავარი სავაჭრო ცენტრები, მათ შორის ცნობილი „ლაფაიეტის გალერეაც“.

დააკავეს 400-ზე მეტი დამიანი, 200 დაკავებული დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგება.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე