არჩევნები აღარ არის, ჩაიარა ყველაფერმა, იწყება აქტიური ბრძოლა - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 12:35 | 03.12.2018
ნანახია: 808

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ყველა შესაბამისი უწყებიდან, მათ შორის, პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან საგამოძიებო მასალების გამოთხოვას და საქმეში კიდევ უფრო დეტალურად ჩართვას აპირებს.

„მაქიმალურად თავს ვიკავებდი, იქიდან გამომდინარე, მერე კიდევ რომ არ ეძახათ არჩევნების წინ ატეხა ყვირილიო. არჩევნები აღარ  არის,  ჩაიარა ყველაფერმა, იწყება აქტიური ბრძოლა.  ჩემ უფლებამდაცველებთან ერთად, პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყველგან  ჩავერთვები მაქსიმალურად და ყველა დეტალს შევისწავლი რასაც აპირებენ, სამართლებრივ ჩარჩოში ყველა ნაბიჯს გადავდგამ. აქციებიც რა თქა უნდა, გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ჭეშმარიტება დადგენილი“, - ამბობს სარალიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე