დღეს კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული

საქართველო, თბილისი - 09:57 | 03.12.2018
ნანახია: 766

დღეს, 3 დეკემბერს, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობიდან“, კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზეა  დაბარებული.

კახა ასკურავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს. „ეს დღეს დილით ვიპოვე გადაყრილი ლანჩხუთში. აი, ასე გააყალბეთ არჩევნები, აი ასე "მოიგეთ"არჩევნები და აი, ამიტომ არ არის სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტი!“, - წერს ასკურავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და აღნიშნა, რომ ყველა პირი, რომელთა პირადობებიც კახა ასკურავამ წარმოადგინა, გარდაცვლილია 2008-2010 წწლებში და საარჩევნო სიაში აღარ არიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე