გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილს შეხვედრა დღეს შედგება

საქართველო, თბილისი - 09:51 | 03.12.2018
ნანახია: 643

დღეს, 3 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილისა  და არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილს შეხვედრა შედგება. შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველვილმა 29 ნოემბერს, ახლადარჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა და სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობისთის მზადყოფან გამოთქვა.

„ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების თაობაზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობასა და დახმარებაზე“.

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი მარგველაშვილის  მიმართვა დემოკრატიული ნაბიჯად შეაფასა და თავის მხრივ, მადლობა გადაუხდა.

„მოქმედი პრეზიდენტის მადლობელი ვარ, რომ მზადყოფნა გამოთქვა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაბარება ძალიან დალაგებულად მოხდეს. ეს სწორი გადაწყვეტილება და დემოკრატიული მიდგომაა, რისთვისაც მადლობელი ვარ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე