მიხეილ სააკაშვილმა მძევლად აქცია არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური პარტია, არამედ სხვა პარტიებიც - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 17:54 | 30.11.2018
ნანახია: 891

მიხეილ სააკაშვილმა მძევლად აქცია არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური პარტია, არამედ სხვა პარტიებიც, რომლებიც თავიანთ თავს უწოდებენ გაერთიანების წევრებს და პრაქტიკულად, ამ მძევლის როლიდან გველაპარაკებიან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა. 

ის კვირას თბილისში დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების პრობლემა საქართველოში არ არის.

„კანონის ფარგლებში არანაირი პრობლემა არაა, მაგრამ ის ზრახვა, რაც ამ განცხადების მიღმა ჩანს, ის, რომ არეულობის ფონი შექმნან და ამ გზით მიაღწიონ საწადელს, არის აბსოლუტურად გამორიცხული და დაუშვებელი. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ღიად თქვა, რომ მას არ უნდა სააკაშვილის მმართველობაში დაბრუნება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე