სასტუმროების ქსელმა Marriott-მა 500 მლნ სტუმრის მონაცემების გაჟონვის შესახებ განაცხადა

საქართველო, თბილისი - 17:20 | 30.11.2018
ნანახია: 746

მსოფლიოში სასტუმროების უმსხვილესი ქსელის  Marriott International-ის 500 მლნ სტუმრის მონაცემებს, შესაძლოა გაეჟონა Starwood-ის სასტუმრობის სტუმრების მონაცემთა ბაზის გატეხვის შემდეგ. ამის შესახებ კომპანია იუწყება.

Marriott-მა, რომლის შემადგენლობაშიც შედის Starwood-ი, 19 ნოემბერს განაცხადა, რომ დაფიქსირდა სტუმრების მონაცემთა ბაზაში „არაავტორიზირებული წვდომა“.  

 „კომპანიას არ დაუსრულებია მონაცემთა ინფორმაციებს შედარება მონაცემთა სათადარიგო ბაზებში, მაგრამ ვარაუდობს, რომ მასში ინახებოდა ინფორმაცია 500 მილიონამდე სტუმრის შესახებ, რომლებმაც Starwood-ის სასტუმროები დაჯავშნეს“, - ნათქვამია სასტუმროს განცხადებაში.

327 მლნ სტუმრის შესახებ მონაცემები შეიცავდა სახელებს, საფოსტო მისამართებს, ტელეფონის ნომრებს, ელექტრონულ მისამართებს, პასპორტების მონაცემებს, გადამხდელების ანგარიშების შესახებ ინფორმაციებს, დაბადების თარიღებს, სქესს, ჩასვლისა და გამგზავრების, ასევე ჯავშნის მონაცემებს.

აღნიშნულია, რომ Marriott-მა ინციდენტის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა და გამოძიებასთან თანამშრომლობას აგრძელებენ.

კომპანია Mariott International-ი სასტუმროების ქსელის მართვის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. კომპანიის საკუთრებაშია 127 ქვეყანაში 6,5 ათასი სასტუმრო. 2017 წელს კომპანიის შემოსავალმა 22 მლრდ დოლარი შეადგინა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე