„ყვითელმა ჟილეტებმა“ ბრიუსელში ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს

საქართველო, თბილისი - 16:36 | 30.11.2018
ნანახია: 771

ბელგიაში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ ასობით წარმომადგენელმა, რომლებიც საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებენ, ბრიუსელში საავტომობილო მოძრაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქუჩები გადაკეტა. ამის შედეგად ლუას ქუჩაზე  და მის მიმდებარედ, სადაც ევროკავშირისა და რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლობა მდებარეობს, საცობები შეიქმნა.

მედიის ცნობით, ჯერ ძნელია იმ შედეგების პროგნოზირება, რაც შეიძლება ამ აქციამ გამოიწვიოს. მედიისვე განცხადებით, მოძრაობის ბლოკირება შესაძლოა, უფრო მსხვილი მოვლენების განვითარების დასაწყისი გახდეს.

ბელგიურმა „ყვითელმა ჟილეტებმა“ ფრანგი „ყვითელი ჟილეტების“ აქცია გააგრძელეს, რომლებიც საწვავზე ფასების ზრადს აპროტესტებდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე