კვირას იმიტომ ვიკრიბებით, რომ ჩვენი მხარდამჭერები გვთხოვენ მათთან კომუნიკაციას - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 16:04 | 30.11.2018
ნანახია: 930

კვირას იმიტომ ვიკრიბებით, რომ ჩვენი მხარდამჭერები გვთხოვენ მათთან კომუნიკაციას, ჩვენი მოთხოვნები გაჟღერებულია – ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემოს სრული ცვლილება,  -  ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძე, განაცხადა.

„კვირას იმიტომ ვიკრიბებით, რომ ჩვენი მხარდამჭერები გვთხოვენ მათთან კომუნიკაციას. ჩვენი მოთხოვნები გაჟღერებულია – ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემოს სრული ცვლილება. ეს არის იმ უკანონობების აღმოფხვრა ქვეყანაში, რაც ხდებოდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რასაც ვერ დავარქმევთ ვერც დემოკრატიას, ვერც არჩევნებს. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად რაციონალური და სწორი მოთხოვნები.

და რაც ყველაზე მთავარია, მაქვს კითხვა „ქართულ ოცნებასთან“ – რას ფიქრობენ, როგორ ხედავენ ამ რთულ მდგომარეობას, რაშიც არის ქვეყანა. რა არის მათი გზავნილი. ისევ ასე აპირებენ, რომ ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად? ისევ ისე აპირებენ გაგრძელებას?“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე