თურქეთის სასამართლო ხაშოგის მკვლელობისთვის საუდის არაბეთის 18 მოქალაქის დაპატიმრებას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 15:33 | 30.11.2018
ნანახია: 751

თურქეთის სასამართლომ საუდის არაბეთის 18 მოქალაქის დაპატიმრების ორდერი გასცა, რომლებიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი.

შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ სტამბოლის პროკურატურის მოთხოვნით მიიღო. 18 ბრალდებულიდან 15 სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის მომენტში.

ხაშოგი, რომელიც Washington Post-ის მიმომხილველი იყო და ამერიკაში 2017 წლიდან ცხოვრობდა, 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ დაიკარგა. 20 ოქტომბერს საუდის არაბეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ ხაშოგი  საკონსულოს თანამშრომლებთან კონფლიქტის შედეგად მოკლეს.

სტამბოლის პროკურატურის განცხადებით, ხაშოგის მკვლელობა წინასწარგანზრახული იყო. მისივე განცხადებით, ჟურნალისტის ცხედარი დაანაწევრეს და გაანადგურეს.

 თურქეთი საუდის არაბეთისგან დამნაშავეების გადაცემასა და ჟურნალისტის ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს.


შეგახსენებთ, Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს თანახმად, ხაშოგის მკვლელბა შესაძლოა საუდის არაბეთის პრინცმა შეუკვეთა.

საუდის არაბეთის პროკურატურის განცხადებით, ხაშოგის მკვლელობიაში 21 ბრალდებულია დაკავებული,  ხუთი მათგანისთვის პროკურატურა სიკვდილით დასჯას ითხოვს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე