კრიმინალი სააკაშვილის განცხადებები საერთოდ არ არის საინტერესო - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 14:18 | 30.11.2018
ნანახია: 996

საერთოდ არ არის საინტერესო კრიმინალი სააკაშვილის განცხადებები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით არასერიოზულია.

მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელიც  ქვეყანაში ეწინააღმდეგება სიმშვიდეს, თუმცა ქართველი ხალხი არის ბრძენი და ყველაფერს ხედავს.


მისივე განცხადებით, ეს არის დამარცხებული გუნდი და მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა არა ძალადობას, კიდევ ერთხელ უთხრა არა სიძულვილს.

"ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ქვეყნის დაბრუნება წარსულში. ძალიან მწარე და მძიმე გამოცდილება გვაქვს, რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი მდგომარეობა იყო, ამიტომ უნდა ვიფიქროთ თუ როგორი საქართველო გვინდა, როგორ უნდა მოვაგვაროთ პრობლემები, როგორ უნდა გავუმკლავდეთ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. საერთოდ არ არის საინტერესო კრიმინალი სააკაშვილის განცხადებები", – განაცხადა კალაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე