რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტით საქართველომ კოლოსალური შეცდომა დაუშვა - მარია ზახაროვა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 30.11.2018
ნანახია: 630

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტით საქართველომ კოლოსალური შეცდომა დაუშვა, - ამის შესახებ რუსეთის საგსრეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების კომენტირებისას განაცხადა.

„თქვენ უნდა იცოდეთ ამ შეკითვაზე პასუხი, თვითონ ახსენეთ, რომ ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და რა თქმა უნდა, ამ მხრივ ის ყველასთვის კარგად ცნობილია. რაც შეეხება იმას, თუ რას უნდა ველოდოთ, ეს შეკითხვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით არ არის“, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე  ჟურნალისტის შეკითხვაზე იმის შესახებ ჰქონდა თუ არა საქმე ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზურაბიშვილთან და რა მოლოდინი შეიძლება იყოს საქართველოს ასეთი არჩევანის შედეგად.

 „ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვდგავართ, რომელიც კარგად არის ცნობილი ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობის საკითხში. დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ინიაციატორი რუსეთი არ ყოფილა. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ეს იყო კოლოსალური შეცდომა, რომელიც იმ მომენტში საქართველოს ხელისუფლბამ დაუშვა“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ასეთი მდგომარეობის გამო ორი ქვეყნის ხალხი ზარალდება. „ურთიერთობა გრძელდება ორ ხალხს შორის, მაგრამ ეს ურთიერთობა ძალიან გართულებულია სახელმწიფოებს შორის ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო“, - დასძინა ზახაროვამ.

სალომე ზურაბიშვილმა BBC -ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის ქმედებების გამო ახლა მასთან მეგობრობის დრო არ არის. როგორც ზურაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, საქართველო პროევროპულ პოზიციას იკავებს და თუ დასავლელი პარტნიორები ევროპისა და ამერიკის სახით, რუსეთთან დიალოგის მომხრეები იქნებიან, საქართველო განზე არ გადგება და მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების თანადგომითა და ხელმძღვანელობით შედგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე