შსს მოიქცევა ისე, როგორც იქცეოდა ყოველვის, კანონის ფარგლებში - ნათია მეზვრიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:44 | 30.11.2018
ნანახია: 810

შსს მოიქცევა ისევე, როგორც იქცეოდა ყოველვის, კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც კვირას გაიმართება.

მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, შსს ამ უფლებებს ყოველთვის იცავს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს.

„დავიცავთ ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობას მიიღებენ და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. უმთავრესი ამოცანა იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე