რუსეთის ფედერაციულ საბჭოში BBC -ისთან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ეხმიანებიან

საქართველო, თბილისი - 13:34 | 30.11.2018
ნანახია: 698

რუსეთმა და საქართველომ ერთად უნდა მაიღწიონ ურთიერთობების დარეგულირებას იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან მეგობრობის დრო არ არის. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა ოლეგ მოროზოვმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა BBC -ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის ქმედებების გამო ახლა მასთან მეგობრობის დრო არ არის. როგორც ზურაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, საქართველო პროევროპულ პოზიციას იკავებს და თუ დასავლელი პარტნიორები ევროპისა და ამერიკის სახით, რუსეთთან დიალოგის მომხრეები იქნებიან, საქართველო განზე არ გადგება და მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების თანადგომითა და ხელმძღვანელობით შედგება.

 „ნაადრევია რაიმე დასკვნების გამოტანა ზურაბიშვილის განცხადებებიდან. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი კვლავ უკრაინაზე ლაპარაკობს იმას, რასაც მისგან ევროპასა და ვაშინგტონში ელოდებიან“, - განაცხადა მოროზოვმა.

მისი თქმით, საქართველოს „თავისი ფანტომური ტკივილები აქვს 2008 წელთან დაკავშირებით“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე