ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველო, თბილისი - 13:12 | 30.11.2018
ნანახია: 770

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

"გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. საქართველოს და აზერბაიჯანს მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ტრადიციები აკავშირებთ ერთმანეთთან.

მჯერა, რომ გავაგრძელებთ ძალისხმევას ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად, რომელიც დაფუძნებულია ნდობასა და მხარდაჭერაზე და მომავალშიც გავაგრძელებთ ყველა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მეგობარი ხალხის კეთილდღეობისკენ მიმართულ საქმიანობაში წარმატებას", - ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.  მან ამომრჩეველთა ხმების 59, 52 პროცენტი მიიღო, რაც რაოდენობრივად 1 147 627 ხმაა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე